nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


ნეიროდერმიტი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ნეიროდერმიტი -  დაავადება ქავილიანი დერმატოზების ჯგუფიდან, რომელსაც მიიჩნევენ თავისებურ ტროფიკულ ნევროზად ფუნქციონალურად ლაბილური ნერვული სისტემის მქონე პირებში. ნეიროდერმიტის განვითარებაში თავის როლს თამაშობს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ენდოკრინული დარღვევები, გლისტური ინვაზიები და სხვ. სიმპტომები. განარჩევენ შემოსაზღვრულ და დიფუზურ ნეიროდერმიტს. >>>>

შემოსაზღვრული ნეიროდერმიტი უხშირესად ლოკალიზებულია კეფის, კისრის მიდამოებში, იდაყვის მომხრელებზე, მუხლქვეშა ფოსოებში, საზარდულის ნაკეცებზე, ბარძაყის მედიალურ ზედაპირებზე, მამაკაცებში – სათესლე ჯირკვალზე, ქალებში – გარეთა სასქესო ორგანოებზე.

ნეიროდერმიტი იწყება ქავილით, კანის პროცესი თანდათანობით იწვევს ლიქენიფიკაციას ე.ი. კანის სუარათის გაძლიერებას, რომლის დროსაც კანის ღარები ღრმავდებიან, კანის არეები რელიეფურად ამოწეულები არიან, წარმოქმნიან რა ღია ვერდისფერ კვანძებს, რომლებიც დაფარულნი არიან მცირე ზომის ქერცლებით. ნავარცხნების შედეგად წარმოიქმნება ფოლაქები, რომლებიც დაფარულნი არიან სისხლმდენი ქერქებით. ნეიროდერმიტის უბნებზე შეიძლება აღინიშნებოდეს პიგმენტის არათანაბარი განაწილება. დიფუზური ნეიროდერმიტი უპირატესად ლოკალიზებულია კიდურებზე, იშვიათად – სხეულის ზედაპირზე. კანი შესქელებულია, მშრალი, მოლურჯო – წითელი ფერის რუხი – ნაცრისფერი შეფერილობით. კანის სურათი მკვეთრად არის გამოხატული. ნეიროდერმიტის დროს ფრჩხილები ბრწყინავს, თითქოს პოლირებულნი არიან, თავისუფალი კიდეებით გაქლიბულნი. ზოგჯერ ვლინდება კანის საფარველის მთლიანად დაზიანება მეორადი ინფექციიის თანდართვით. შემაწუხებელი ქავილი უარყოფითად ისახება ავადმყოფის საერთო მდგომარეობაზე.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

კანისა და ვენერიული დაავადებები

Comments are closed.

დარგობრივი საიტები

vaka