ნეიროფიბრილები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნეიროფიბრილები – (neurofibrillae ბერძნ.neuron – ნერვი და fibrilla – ბოჭკო) – ძაფისებრი მეტაპლაზმური წარმონაქმნები, ანუ სპეციალური ორგანოიდები, რომლებიც ნერვულ უჯრედთა ციტოპლაზმის დიფერენცირებული ნაწილებია. ისინი ხშირი ბადის სახით არიან ნეირონის სხეულში / პერიკარიონში / და ერთმანეთის პარალელურად ნერვულ უჯრედთა მორჩებში. ვლინდებიან ვერცხლის მარილებით იმპრეგნაციის მეშვეობით. შედგებიან სუბერთეულებისაგან, რომელთაც პროტონეიროფიბრილები ეწოდება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2.  ნერვული უჯრედების ციტოპლაზმის უწვრილესი ძაფისებური ცილოვანი სტრუქტურები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian