ნეიტროპენიები მემკვიდრეობითი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნეიტროპენიები მემკვიდრეობითი – (ნეიტრო{ფილები} + ბერძ. Penia სიმწირე) დაავადებათა ჯგუფი, რომელთა ძირითადი ნიშანია სისხლში და ძვლის ტვინში ნეიტროფილების რიცხვის მუდმივი ან პერიოდულად მკვეთრი დაცემა. მიაკუთვნებენ იშვიათ დაავადებებს. მუდმივი ნეიტროპენია ხასიათდება განმეორებადი ინფექციური პროცესებით, რომელიც ვითარდება ბავშვის სიცოცხლის პირველ დღეებში, კანზე აღინიშნება ფურუნკულები, ფილტვებში აბსცესები, ნაწლავის წყლულები და გახვრეტა და ა. შ. ასაკთან ერთად ინფექციური პროცესების სიმძიმე კლებულობს, მეორე ათწლეულის ბოლოს დგება არსებითი გაუმჯობესება. სისხლში ნეიტროფილები ან არ არსებობს ან შეადგენენ 1 – 6% – ს, წითელი სისხლის ნორმალური მაჩვენებლებისა და ლეიკოციტებისა და თრომბოციტების ნორმალური რაოდენობის დროს. პერიოდული მემკვიდრეობითი ნეიტროპენიები ხასიათდებიან ციკლური ცვლილებებით სისხლში, ავადმყოფებს აღენიშნებათ სხეულის ტემპერატურის მომატება, სტომატიტი, ალვეოლური პიორეა, შესაძლოა ანგინა, პნევმონია, აბსცესები ფილტვებში. კრიზებს შორის ინტერვალი თითოეული ავადმყოფისათვის ჩვეულებრივ მუდმივია და შეადგენს 2 – 3 კვირიდან 2 – 3 თვემდე. დაავადების სურათი სუსტდება სიცოცხლის მეორე ათწლეულში. პროგნოზი სიცოცხლისათვის კეთილსაიმედოა. სახიფათო პერიოდია ბავშვის სიცოცხლის პირველი 5 – 7 წელი, როდესაც ინფექციური პროცესების სიმძიმე განსაკუთრებითაა გამოხატული.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook