ნეფროტომები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნეფროტომები – (nephrotomi ბერძნ.nephros – თირკმელი, tomos – ნაწილი) მეზოდერმის წყვილი სეგმენტირებული უბნებია, რომლებიც აერთებენ დორსალურ სეგმენტებს არასეგმენტირებულ სპლანქნოტომთან. თავის ნეფროტომიდან ვითარდება წინა თირკმელი (პრონეფროსი – pronephros). სხეულის ნეფროტომები ქმნის პირველად თირკმელს (მეზონეფროსი – mesonephros) – არასეგმენტირებული კაუდალურად მდებარე ნერგი კი ქმნის მეორად თირკმელს (მეტანეფროს – metanephros). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..