ნიმან – პიკის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნიმან – პიკის დაავადება – მემკვიდრეობითი დაავადება ლიპიდოზების ჯგუფიდან: დაკავშირებულია ფერმენტ სფინგომიელინაზის უკმარისობასთან და სფინგომიელინის და სხვა ლიპიდების დაგროვებასთან ღვიძლში, ელენთაში, ლიმფურ ძარღვებში, ძვლის ტვინში, მოგვიანებით თავის ტვინში. ვლინდება ბავშვობის ასაკში ფსიქომოტორული განვითარების შეჩერებით, სპასტიური პარეზით, კიდურების კუნთების რიგიდობით, ეპილეფსიური გულყრებით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, ფილტვის ქსოვილის ინფილტრაციით. მძიმე შემთხვევებში დაავადება იწყება ადრეული ბავშვობის ასაკში და მთავრდება ლეტალურად, შედარებით მსუბუქ შემთხვევებში – იწყება მოზრდილ ასაკში და მიმდინარეობს კეთილთვისებიანად.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..