ნოიმანის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნოიმანის დაავადება – პემფიგოიდური ავთვისებიანი კონდილომატოზი. პირველადი ელემენტია ბუშტუკი. მისი გასკდომის შემდეგ იწყება ეროზიის პროლიფერაცია და ჩნდება ჰიპერტროფიული მეჭეჭოვანი წარმონაქმნები, რომლებიც იზრდება პერიფერიულად. უპირატესი ლოკალიზაციაა კანის ნაოჭები, სასქესო ორგანოს მიდამო, უკანა ტანი. ასევე შესაძლოა განვითარდეს პირის ღრუში და სასქესო ორგანოებზე. მიმდინარეობა ქრონიკული. ბუშტუკში არის აკანტოლიზური უჯრედები, სისხლში ლეიკოციტოზი, ზოგჯერ ეოზინოფილია, პროგნოზი არაკეთილსაიმედო. სინონიმი: ტომასოლის სინდრომი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა