ნორის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნორის დაავადება – 1. (G. Norrie, შვედი  ოფთალმოლოგი) თვალების თანდაყოლილი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება მინისებრი სხეულის მიდამოში მორუხო – მოყვითალო ფერის სიმსივნური მასების არსებობით, უვეიტის, კატარაქტის, მეორადი გლაუკომის და თვალის კაკლების ატროფიის განვითარებით, მხედველობის სრულ დაკარგვამდე; ზოგჯერ შერწყმულია სიყრუესთან და გონებრივ ჩამორჩენასთან; გადაეცემა რეცესიული ტიპით, შეჭიდულია X – ქრომოსომასთან. 2.   მემკვიდრეობითი გადაცემის ტიპი რეცესიული, მიჯაჭვული სქესთან. დაავადება ვლინდება მხოლოდ ახალშობილ ბიჭუნებში, ხშირია ოჯახური ხასიათი. აღინიშნება თვალის პათოლოგიის (თვალის ბუშტის შიგნითა გარსის განვითარების მანკი) დროს, სიყრუე და გონებრივი ჩამორჩენილობა. თანდათანობით ვითარდება კატარაქტა, უვეიტი, თვალის კაკლის ატროფია, რქოვანას შემღვრევა. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian