ოოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ოოგენეზი – (oogenesis ბერძნ.oon – კვერცხი, genesis – განვითარება; სინ.ოვოგენეზი) ოოგონიებიდან პირველი და მეორე რიგის ოოციტების სტადიების გავლით მომწიფებული კვერცხ უჯრედების წარმოქმნამდე მდედრობითი სასქესო უჯრედების განვითარების პროცესი. ოოგენეზის განმავლობაში არჩევენ სამ პერიოდს: გამრავლების, ზრდისა და მომწიფების. თითოეულ პერიოდს შეესაბამება უჯრედული ფორმები, რომელთაც აქვთ თავიანთი სახელწოდება, სახელდობრ: ოოგონიები, პირველი რიგის ოოციტები და მეორე რიგის ოოციტები. გამრავლების პერიოდში ოოგონიები ინტენსიურად იყოფა მიტოზით. ზრდის პერიოდში ისინი გადაიქცევა პირველი რიგის ოოციტებად, რომლებიც ძლიერ მსხვილდებიან და ამ დროიდან აღარ იყოფიან. მომწიფების პერიოდში პირველი რიგის დიპლოიდური ოოციტიდან მომწიფების პირველი გაყოფის (მეიოზური, ანუ რედუქციული გაყოფის) შედეგად წარმოიქმნება ჰაპლოიდური უჯრედები: მეორე რიგის ოოციტი და პირველი მიმართებითი სხეულაკი. მომწიფების მეორე (ანუ ეკვაციური) გაყოფის შედეგად მეორე რიგის ოოციტიდან წარმოიქმნება კვერცხუჯრედი და მეორე მიმართებითი სხეულაკი. ამრიგად, პირველი რიგის ერთი ოოციტიდან ვითარდება ერთი კვერცხუჯრედი და მიმართებითი სხეულაკები, რომლებიც ჩქარა დეგენერირებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook