ორგანოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ორგანოგენეზი – (organogenesis ბერძნ.organon – ორგანო, genesis – განვითარება) ემბრიოგენეზის პერიოდი, რომელიც იწყება გასტრულაციის შემდეგ, როდესაც მიმდინარეობს ჩანასახის ორგანოების წარმოქმნა – განვითარება. ჩვეულებრივ ორგანოგენეზი ჰისტოგენეზთან ერთად მიმდინარეობს, თუმცა ეს პროცესები ერთმანეთისაგან შედარებით დამოუკიდებელიც არის. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2.  ორგანოთა წარმოქმნის, განვითარებისა და ცვლილების პროცესი. იხმარება ორი გაგებით (ონტოგენეზური და ფილოგენეზური).

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Azerbaijani Azerbaijani English English Georgian Georgian Russian Russian Turkish Turkish