ორსულთა პიელიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ორსულთა პიელიტი – (მეან.)თირკმლის მენჯის ანთება. პიელიტის განვითარებას ხელს უწყობს შარსაწვეთების ატონია და მასთან დაკავშირებული შარდის შეკავება, რაც თავის მხრივ განპირობებულია მექანიკური წინააღმდეგობით (ორსული საშვილოსნოს მიერ შარსაწვეთებზე, განსაკუთრებით მარჯვენაზე, ზეწოლა). ინფექცია ხვდება ლიმფური გზებით ნაწლავიდან, იშვიათად – აღმავალი გზით შარდის ბუშტიდან. ყველაზე ხშირი გამომწვევია ნაწლავის ჩხირი. სიმპტომები, მიმდინარეობა. ჩვეულებრივ აღინიშნება ორსულობის II ნახევარში, ხშირად – განმეორებით მშობიარეებში. დაავადების დასაწყისი ხშირად მწვავეა. ტემპერატურა მომატებულია, არც თუ იშვიათად მას თან ერთვის შემცივნება, ვითარდება ტკივილები წელის მიდამოში, ზოგჯერ მტკივნეული შარდვა. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა უარესდება, აღინიშნება თავის ტკივილი. შარდში ვლინდება ლეიკოციტების მომატება, მენჯის ეპითელიუმის უჯრედები და ბაქტერიები. პასტერნაცკის სიმპტომი თირკმლის მენჯის ანთების მხარეს დადებითია. მკურნალობა. წოლითი რეჟიმი, სითბო წელის არეში. სასურველია მარცხენა გვერდზე წოლა, რომ ორსულმა საშვილოსნომ, რამდენადაც შესაძლებელია, გადაინაცვლოს მარცხნივ და გაანთავისუფლოს მარჯვენა შარდსაწვეთი. თუკი დაზიანებულია მარცხენა მენჯი, რეკომენდირებულია მარჯვენა გვერდზე წოლა. რეკომენდირებულია რძიან – მცენარეული დიეტა სუფრის მარილის შეზღუდვით, ტუტე სასმელები. ინიშნება პენიცილინი კუნთებში ან ამპიცილინი, ნევიგრამონი, დათვის კენკრის ნახარში 1 სუფრის კოვზი 4 – 5 – ჯერ დღეში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Azerbaijani Azerbaijani English English Georgian Georgian Russian Russian Turkish Turkish