ორსულთა პიელონეფრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ორსულთა პიელონეფრიტი – (მეან.) არასპეციფიკური დაავადება თირკმლის ინერსტიციული ქსოვილის უპირატესი დაზიანებით. განარჩევენ პიელონეფრიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. სიმპტომები, მიმდინარეობა. მწვავე პიელონეფრიტი ხასიათდება უეცარი დასაწყისით, მაღალი ტემპერატურით, შემცივნებით, ტკივილებით წელის არეში (უხშირესად მარჯვნივ), რომლებიც გადაეცემა საზარდულის მიდამოში. ზოგჯერ ამას თან ერთვის ღებინება, დიზურია, შეკრულობები. პასტერნაცკის სიმპტომი დადებითია. აღინიშნება პიურია, ზოგჯერ ჰემატურია. ქრონიკული პიელონეფრიტისთვის დამახასიათებელია უსიმპტომი ბაქტერიურიის მონაცვლეობა გამწვავების შეტევებთან (ანამნეზში საშარდე გზების დაავადება). ზიმნიცკის სინჯით ვლინდება ჰიპო – და იზოსტენურია. ორსულობის მიმდინარეობა ხშირად რთულდება გვიანი ტოქსიკოზებით. არც თუ იშვიათად ადგილი აქვს ნაადრევ მშობიარობას. მკურნალობა. მწვავე პიელონეფრიტის დროს – წოლითი რეჟიმი, დიეტა სუფრის მარილის და სითხეების შეზღუდვის გარეშე (შეშუპებების, ჰიპერტონიის არ არსებობის შემთხვევაში). ანტიბიოტიკები ინიშნება გამომწვევისადმი მგრძნობელობის განსაზღვრის შემდეგ (ამპიცილინი, ოქსაცილინი, მეთიცილინი). ნაჩვენებია ნევიგრამონი, ნეგრამი. სულფანილამიდური პრეპარატებიდან გამოიყენება ბისეპტოლი, უროსულფანი, ეტაზოლი, ნიტროფურანებიდან – ფურაგინი, ფურადონინი. მკურნალობის კურსი 2 – 3 კვირა. მყარი ჰიპერტონიით მიმდინარე ქრონიკული პიელონეფრიტის დროს, ორსულობის გაგრძელება წინააღმდეგნაჩვენებია. მშობიარობის შემდეგ ინიშნება ანტიბიოტიკებით მკურნალობის საპროფილაქტიკო კურსი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..