ოსლერ – რანდიუს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ოსლერ – რანდიუს დაავადება – (W. Osler, ინგლ. ექიმი; სინ.: ოსლერის დაავადება, ჰემორაგიული ანგიომატოზი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება წვრილი სისხლძარღვების (ვენულებისა და კაპილარების) ლოკალური გაფართოებით მათი სტრუქტურული არასრულფასოვნების გამო და ჰემორაგიების გამოვლინებებით. სისხლდენის მოცემული ფორმა წარმოადგენს სისხლძარღვოვან დაავადებას, იმდენად, რამდენადაც ოსლერ – რანდიუს დაავადების დროს კოაგულაციური და თრომბოციტული ჰემოსტაზი დარღვეული არ არის. დაავადებისათვის დამახასიათებელია ხშირი, პროფუზული სისხლდენები ცხვირიდან, რომლებიც დაკავშირებული არ არის გარეშე მიზეზებთან. იშვიათად აღინიშნება სისხლდენები კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან, ფილტვებიდან, თირკმელებიდან, შარდგამომყოფი გზებიდან, სისხლჩაქცევები ტვინში, მის გარსებში, ბადურაში. ტელეანგიექტაზიები აღენიშნებათ ნებისმიერი ასაკის ავადმყოფებს; დამახასიათებელია ჰიპოქრომული, მიკროციტული, რკინადეფიციტური ანემია, ხოლო სისხლის უხვი დანაკარგის დროს – ძვლის ტვინის ერითროიდული ელემენტების ჰიპერპლაზია, რეტიკულოციტოზი, თრომბოციტოზი. მკურნალობა სიმპტომატურია; პროგნოზი – შემთხვევათა უმრავლესობაში სიცოცხლისათვის კეთილსაიმედოა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook