ოსტეოიდ – ოსტეომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ოსტეოიდ – ოსტეომა – 1. (ბერძ. Osteon ძვალი +eidos სახე; სინ.: ოსტეოიდური ოსტეომა) ოსტეოგენური ბუნების კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ხასიათდება ოსტეოიდის წარმოქმნით მის ცენტრალურ ნაწილებში და ოსტეოსკლეროზის ზონის არსებობით მიმდებარე ძვლოვან ქსოვილში. ხშირია მამაკაცებში, 5 – დან 25 წლის ასაკამდე. სიმსივნე ჩვეულებრივ ლოკალიზდება გრძელ ლულისებრ ძვლებში, უპირატესად ბარძაყის ან დიდი წვივის ძვლის დიაფიზში. დაავადების ძირითადი კლინიკური სიმპტომია თანდათანობითი მზარდი ტკივილი დაზიანების ზონაში, რომელიც ჩნდება ან ძლიერდება ღამის საათებში. დაზიანებულ მიდამოში აღინიშნება ქსოვილების შეშუპება და კანის ტემპერატურის მომატება. შესაძლებელია დაზიანებული კიდურის ატროფია, ხოლო ოსტეოიდ – ოსტეომის სახსართან ახლოს მდებარეობის დროს ზოგჯერ ვითარდება სინოვიტი. მკურნალობა ოპარციულია – ძვლის დაზიანებული ნაწილის რეზექცია. 2.  ძვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე. უპირატესად ლოკალიზდება ბარძაყის, დიდი წვივის, მხრის ძვალში. დამახასიათდებელია ინტენსიური ტკივილები, რომელიც კუპირდება არანარკოტიკული ანალგეტიკებით. დიაგნოზი ზუსტდება რენტგენოლოგიური გამოკვლევით. მკურნალობა ქირურგიულია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..