ოტჰემატომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ოტჰემატომა – 1. სისხლჩაქცევა ყურის ნიჟარის გარეთა ზედაპირის მიდამოში (მის ზედა მესამედში) ხრტილსა და ხრტილსაზრდელას შორის, ზოგჯერ კი კანსა და ხრტილს შორის. მიზეზები: ყურის ნიჟარის ტრავმა (მოჭიდავეებში, მოკრივეებში); ხანში შესულ და დასუსტებულ ავადმყოფებში შესაძლოა განვითარდებ სპონტანურად ან მაგარ ბალიშზე ხანგრძლივი ზეწოლისას. სიმპტომები. მოლურჯო – რუხი ფერის, ნახევარსფეროსებური გლუვი შეშუპება; პალპაციით უმტკივნეულოა და აღინიშნება ფლუქტუაცია. მკურნალობა. მსუბუქ შემთხვევებში შესაძლებელია დამწოლი ნახვევის დადება. დიდი ზომის ჰემატომების დროს აუცილებელია პუნქცია შემცველობის ამოქაჩვით და დამწოლი ნახვევის დადება. 2.  სისხლისა და ლიმფის შემოფარგლული დაგროვება ყურის ნიჟარის სისქეში, რომელიც როგორც წესი, წარმოიქმნება ტრავმის შედეგად.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..