ოქლოტელესუგესტია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ოქლოტელესუგესტია – (ფსიქოლოგია) (ბერძ. “ochlos” – ბრბო, ლათ. “suggestum” – შთაგონება) პირის ზემოქმედება, რომელიც გადასცემს ინფორმაციას ტელევიზიით, მისი მიმღები ინდივიდების ინტელექტუალურ – ემოციურ მდგომარეობაზე, მისი ცვლილების მიზნით, მათი ნებისა და ამ ინფორმაციის კრიტიკული გაცნობიერების გარეშე. რამდენადაც ოხლოტელესუგესტიას ექვემდებარება არა ცალკეული ინდივიდი, არამედ მრავალი ადამიანი, ამდენად მათი რეაქცია მსგავსია ბრბოში მომხდარისა, განსხვავებით იმით, რომ ინდივიდთა შორის, რომლებიც წარმოქმნიან უმრავლესობას, არაა უშუალო კონტაქტები, გარდა ტელეპერსონისა, რომელთანაც ისინი საკუთარ თავს აიდენტიფიცირებენ და მხოლოდ ამიტომ ექვემდებარებიან ოხლოტელესუგესტიას. ზოგჯერ ოხლოტელესუგესტიის ეფექტი ძლიერდება იმით, რომ პირი, რომლისგანაც იგი მოდის, ეკრანზე ახდენს თავისი გავლენის დემონსტრირებას ადამიანთა ჯგუფებზე. ოხლოტელესუგესტიის მეთოდები გამოიყენება პროპაგანდის, რეკლამის და სხვ. მიზნებისათვის. ტერმინი მიღებულია იაროშევსკის მიერ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook