ოჯახისა და ქორწინების ფსიქოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ოჯახისა და ქორწინების ფსიქოლოგია – (ფსიქოლოგია) დისციპლინათშორისი მიმართულება ფსიქოლოგიაში, რომელიც შეისწავლის ქორწინებისა და ოჯახის პრობლემებს; მოიცავს აგრეთვე გამოკვლევებს სოციოლოგიაში, ეკონომიკაში, ეთნოგრაფიაში, ისტორიაში, იურისპრუდენციაში, დემოგრაფიაში და ა. შ. ქორწინებისა და ოჯახის ფსიქოლოგიური გამოკვლევებში შედის: იმ ფაქტორების შესწავლა, რომლებიც გავლენას ახდენენ ქორწინების ხარისხზე, ოჯახის განვითარების ციკლი, ოჯახის როლის სტრუქტურა, ოჯახის წევრთა შორის უფლებების გადანაწილება, მეუღლეთა შორის ურთიერთობები, შეხედულებები ქორწინებაზე და ოჯახზე, პარტნიორის არჩევის დეტერმინანტები, მშობლებისა და მათი შვილების ფსიქოლოგიური თავისებურებანი და სხვ. ოჯახისა და ქორწინების ფსიქოლოგიის მონაცემები გამოიყენება სპეციალისტების მომზადების სამეცნიერო პრინციპების დამუშავების წყაროდ, რომლებიც მუშაობენ ოჯახებთან, და რომლებიც კორექციულ ზემოქმედებას ახორციელებენ როგორც ოჯახზე მთლიანად, ასევე მის ცალკეულ წევრზე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook