პათოფსიქოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პათოფსიქოლოგია – ფსიქოლოგიის დარგი, რ – იც შეისწავლის პიროვნებისა და მისი ფსიქიკური მოქმედების ავადმყოფური რღვევის კანონზომიერებებს. მისი ჩამოყალიბება მჭიდროდაა დაკავშირებული ფსიქიატრიისა და ნევროლოგიის განვითარებასთან. პათოფსიქოლ. კვლევის მონაცემებით სარგებლობენ ფსიქიატრიასა და ნევროლოგიაში დიფერენც. – დიაგნოსტიკური ამოცანების გადაწყვეტისას. საბჭ. კავშირში პათოფსიქოლოგიის განვითარებას დიდად შეუწყო ხელი ლ. ვოგოტსკისა და დ. უზნაძის გამოკვლევებმა, საქართველოში პათოფსიქოლოგია დააფუძნა ი. ბჟალავამ. მისი ხელმძღვანელობით საქ. სსრ მეცნ. აკად. ფსიქოლ. ინ – ტში 1941 დაარსდა პათოფსიქოლოგიის განყ – ბა, რ – მაც თავის კვლევა – ძიებას საფუძვლად დაუდო დ. უზნაძის ზოგადფსიქოლოგიური თეორია. მ. საყვარელიძე. [“1”] 2. (ფსიქოლოგია) (ბერძ. – ბერძ. pathos – ტანჯვა, დაავადება) – სამედიცინო ფსიქოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ფსიქიკური მოქმედების დაღვევის კანონზომიერებას და პიროვნების თვისებებს დაავადების დროს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..