პალინდრომული რევმატიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პალინდრომული რევმატიზმი – (ბერძ. Palindromos უკან მოძრავი, შებრუნებითი; სინ.: ხანჩ – როზენბერგის სინდრომი) სახსრებისა და მათ ირგვლივ არსებული ქსოვილების მწვავე ანთების განსაკუთრებით იშვიათი ფორმა, რომელიც მიმდინარეობს უეცარი ხანმოკლე და სრულად შექცევადი შეტევებით. დაავადების ეტიოლოგია და პათოგენეზი გარკვეული არ არის. კლინიკურად ხასიათდება პერიოდული შეტევებით. ზიანდება ერთი რომელიმე სახსარი, ხშირად მხრის, სხივმაჯის, მტევნის წვრილი სახსრები, მუხლის, წვივტერფის, საფეთქელ – ქვედა ყბის, ხერხემლის კისრის ნაწილის სახსრები. რამდენიმე წუთის განმავლობაში სახსარი მკვეთრად შუპდება, აღინიშნება ტკივილი, სახსრის ირგვლივ ქსოვილებში ვლინდება მტკივნეული შეშუპებული უბნები ქავილისა და წვის გარეშე, რომელიც ზოგჯერ მოგვაგონებს ანგიონევროზულ შეშუპებას. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რენტგენოგრაფიისას სახსრების პათოლოგია არ ფიქსირდება. თითოეული შეტევა გრძელდება რამდენიმე საათიდან 1 – 2 დღემდე და მთავრდება რემისიით. ინტერვალები შეტევებს შორის არარეგულირებულია. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook