პანკრეატოქოლანგიოგრაფია რეტროგრადული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პანკრეატოქოლანგიოგრაფია რეტროგრადული – (ბერძ. Pankreas, pankreatos კუჭქვეშა ჯირკვალი + chole ნაღველი + angeion ძარღვი, კალაპოტი + grapho გამოსახვა; ლათ. Retrogradus უკან მოძრავი, უკანა; სინ.: ენდოსკოპური რეტროგრადული პანკრეატოქოლანგიოგრაფია) კუჭქვეშა ჯირკვლის სადინრებისა და სანაღვლე გზების რენტგენოლოგიური გამოკვლევის მეთოდი თორმეტგოჯა ნაწლავის ფატერის დვრილის გავლით საკონტრასტო ნივთიერების შეყვანის გზით. ამ მეთოდის მნიშვნელოვან მიღწევად ითვლება თორმეტგოჯა ნაწლავის ენდოსკოპური გამოკვლევის შერწყმა სანაღვლე გზებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის სადინრების რენტგენოლოგიურ გამოკვლევასთან.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..