პანციტოპენია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პანციტოპენია – სისხლის ყველა ფორმიანი ელემენტის დაბალი შემცველობა (ერითროციტების, ლეიკოციტების, თრომბოციტების). შესაძლო მიზეზებია: ქიმიური და ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედება, ძვლის ტვინის ჩანაცვლება, ჰიპერსპლენიზმი და სხვ. ვლინდება მზარდი სისუსტითა და ადვილად დაღლილობით, კანის საფარვლის სიფერმკრთალით ანემიზაციის გამო, სისხლდენებით თრომბოციტოპენიის გამო, ინფექციებით ნეიტროპენიის გამო. მკურნალობა: სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმა, ანტიბიოტიკოთერაპია, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია და სხვ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..