პარაზიტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პარაზიტები – (ბერძნ. parazitos – მუქთახორა), ორგანიზმები, რ – ებიც სხვა ორგანიზმების (მასპინძლების) ხარჯზე იკვებებიან და ზიანს აყენებენ მათ. განარჩევენ ფიტოპარაზიტებს (მცენარე – პარაზიტი), ზოოპარაზიტებს (ცხოველი – პარაზიტი) და ვირუსებს. პარაზიტების მასპინძელი შეიძლება იყოს ბაქტერია, აქტინომიცეტი, ყველა სისტემატიკური ჯგუფის მცენარე თუ ცხოველი. პარაზიტები იწვევენ მასპინძლის ორგანიზმის დასუსტებასა და ზოგ შემთხვევაში დაღუპვას. ზოგჯერ ისინი 2 – 3 მასპიმძელს იცვლიან. ზოგი პარაზიტი ანაერობია. პარაზიტები იწვევენ მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანის მთელ რიგ დაავადებებს. ი. ელიავა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook