პარანეოპლატიკური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პარანეოპლატიკური სინდრომი – (syndromum paraneoplasticum; ბერძ. Para მახლობლად + ნეოპლაზმა) სინდრომების საერთო დასახელება, რომლებიც განპირობებულია სიმსივნის ზემოქმედებით ნივთიერებათა ცვლაზე, იმუნიტეტის მექანიზმსა და ორგანიზმის რეგულატორული სისტემების ფუნქციურ აქტივობაზე (მაგ. ავტოიმუნური ჰემოლიზური ანემიების განვითარება ქრონიკული ლიმფოლეიკოზების დროს) 2.  კლინიკურ – ლაბორატორიული სიმპტომთკომპლექსების ერთობლიობა, რომელიც განპირობებულია სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების არასპეციფიკური რეაქციებით ან ავთვისებიანი სიმსივნეების დროს სიმსივნის მიერ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების პროდუქციით. შესაძლო გამოვლინებებია – კანის, ენდოკრინული სისტემის ცვლილებები, სისხლის სურათის ცვლილება, კუნთების, ძვლებისა და სახსრების დაზიანება ცხელება და სხვ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..