პარაფაზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პარაფაზია – 1. საკუთარი აზრების ვერბალურად გამოხატვის უნარის დაქვეითება, ერთი სიტყვის მაგიერ, მეორის თქმა. 2. (ფსიქოლოგია) (ბერძ – para – მახლობლად, phasis — მეტყველება) – მეტყველების საჭირო ხმების (ასოები) ან სიტყვების შეცვლა სხვებით; ცალკეული ხმებისა (ასოების) და სიტყვების არასწორი გამოყენება ზეპირ და წერით მეტყველებაში. განასხვავებენ ორ ტიპს: ლიტერალურსა და ვერბალურს. თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს ქერქის მეტყველების ცენტრის ლოკალური დაზიანებისას (მემარჯვენეებში), პარაფაზია წარმოადგენს აფაზიის სხვადასხვა ფორმის გამოვლინებას. ლიტერალური პარაფაზია გამოიხატება სიტყვებში ცალკეული ხმების (მარცვლების) მცდარი შეცვლით, რომელსაც საფუძვლად უდევს მეტყველების სენსორული, ან მოტორული დარღვევები. ვერბალური პარაფაზია ხასიათდება ერთი სიტყვის მეორეთი შეცვლით, რომელიც აზრობრივად ახლოსაა მასთან (იხ. კონტამინაცია). ლიტერალური და ვერბალური პარაფაზია ბავშვებში აღინიშნება ალალიისას და წარმოადგენს მეტყველების საერთო განუვითარებლობის გამოვლინებას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook