პარაფიმოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პარაფიმოზი – (ქირურგ.) სასქესო ასოს თავის ჩაჭედვა ჩუჩის შიგნითა ფურცლის რგოლში. დაავადება უხშირესად უვითარდებათ ფიმოზით დაავადებულებს. სიმპტომები, მიმდინარეობა. ჩაჭედვისთანავე ჩნდება მკვეთრი მტკივნეულობა სასქესო ასოს თავის მიდამოში, მტკივნეულობა და შარდვის გაძნელება. გასინჯვით სასქესო ასოს თავი მკვეთრად შეშუპებულია, მოლურჯო – მეწამული ფერის. მოგვიანებით სტადიებში შესაძლოა განვითარდეს დაწყლულებები. მკურნალობა. უმნიშვნელო შეშუპების დროს შესაძლებელია სასქესო ასოს თავის ჩაბრუნება. უფრო მძიმე შემთხვევებში ნაჩვენებია ჩამჭედი რგოლი გაკვეთა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook