პართენოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პართენოგენეზი – 1. (parthenogenesis ბერძნ.parthenos – ქალწული და genesis – განვითარება) გამარტივებული სასქესო გამრავლების ხერხი, როდესაც ახალი ორგანიზმი ვითარდება მხოლოდ ერთი კვერცხუჯრედიდან მამრობითი სასქესო უჯრედის განაყოფიერების გარეშე. ამ მოვლენას ეწოდება გინოგენეზი . გინოგენეზის პროცესში სპერმატოზოიდი ასრულებს მხოლოდ გამააქტიურებელი ფაქტორის როლს. არჩევენ აგრეთვე პართენოგენეზის კიდევ ერთ სახესხვაობას, ე.წ.მამრობით პართენოგენეზს, ანუ ანდროგენეზს , რომლის დროს ზიგოტა ვითარდება მხოლოდ მამრობითი ბირთვის საფუძველზე, მდედრობითი ბირთვი (კვერცხუჯრედის ბირთვი) კი არ მონაწილეობს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2. ქალწულებრივი გამრავლება. ეს არის სქესობრივი გამრავლება განაყოფიერების გარეშე. ამ დროს ორგანიზმი ვითარდება გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედიდან.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook