პაუტრიერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პაუტრიერის დაავადება – ლიპოიდომელანოზური რეტიკულოზი, ლიპომელანოზური რეტიკულოზი. აღინიშნება პირველადი რეტიკულოჰისტიოციტური პროლიფერაცია შემდგომი (მეორადი) ქოლესტერინის ცვლის დარღვევით. ეკუთვნის ჭეშმარიტ რეტიკულოჰისტიოციტოზს. დამახასიათებელია ტემპერატურის მომატება, შემცივნება, ოფლიანობა, კანის ქავილი, პოლილიმფადენოპათია, სპლენომეგალია, ერითროდერმია, პაპულოზური ეგზანთემა, პიგმენტაცია, რის გამოც ავადმყოფმა შეიძლება მიიღოს მუქი (შავი) ფერი. რეტიკულოჰისტიოციტური ქსოვილი განიცდის ჰიპერპლაზიას. აღინიშნება ლეიკოციტოზი, ეოზინოფილია, აჩქარებული ედს. ძვლის ტვინში გვხვდება მიელოციტური რეაქცია პლაზმური უჯრედების მომატების ფონზე. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook