პეიტც – ჰეტჩინსონ – ვებერ – ეიგერს – ტურენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პეიტც – ჰეტჩინსონ – ვებერ – ეიგერს – ტურენის სინდრომი – კუჭნაწლავის პოლიპოზის შეუღლება კანისა და ლორწოვანების ლაქოვან ჰიპერპიგმენტაციასთან. ატარებს ოჯახურ ხასიათს. პიგმენტური ლაქები მზის დასხივებისაგან არ არის წარმოქმნილი. ლოკალიზდება ტუჩებზე, ლოყების ლორწოვანზე, ყურისა და ცხვირის ირგვლივ, კონიუნქტივაზე, თვალის ფსკერზე, ბადურაზე. შესაძლებელია მათი აღმოჩენა ახალშობილებშიც. ნაწლავთა პოლიპოზი ყალიბდება უფრო მოგვიანებით, 5 წლის შემდეგ, თან სდევს ნაწილობრივი ან სრული გაუვალობის კლინიკა, ხშირია მალიგნიზაცია. უწოდებენ ასევე პეიტც – ეგერ – ტურენის დაავადებას. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook