პელეგრინ – შტიდის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პელეგრინ – შტიდის დაავადება – (A. Pellegrini, იტალ. ქირურგი; A. Stieda, გერმ. ქირურგი; სინ.: შტიდის მოტეხილობა, შტიდ – პელეგრინის სინდრომი) ბარძაყის ძვლის მედიალური ზედაროკის მიდამოში პარაარტიკულური ქსოვილების პოსტტრავმული ოსიფიკაცია. დაავადება აღინიშნება ორივე სქესის პირებში, უფრო ხშირად კი – მამაკაცებში, 25 – 45 წლის ასაკში. ვითარდება პირდაპირი დარტყმის შემდეგ ბარძაყის ძვლის მედიალური ზედაროკის მიდამოში, წვივის იძულებითი განზიდვის ან ბარძაყის მომზიდავი კუნთების მკვეთრი არაკოორდინირებული შეკუმშვის დროს. ტრავმას თან ახლავს სისხლჩაქცევა დიდი მომზიდავი კუნთის მყესში ან დიდი წვივის კოლატერალურ იოგში. სისხლჩაქცევის ადგილზე, დროთა განმავლობაში პერიოსტალური ოსიფიკაციის ან შემაერთებელქსოვილოვანი ელემენტების მეტაპლაზიის შედეგად, შესაძლოა განვითარდეს ჩაკირვა ან გაძვალება. დაავადების ძირითადი სიმპტომებია კიდურის ფუნქციის დრღვევა, ტკივილი ბარძაყის ძვლის მედიალური ზედაროკის მიდამოში მუხლის სახსარში მოძრაობის დროს და პალპაციისას, მუხლის სახსრის ხანგრძლივი შეშუპება, მოძრაობის შეზღუდვა, მოგვიანებით კი – ბარძაყის კუნთის ატროფია

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook