პერიართრიტი

პერიართრიტი – სახსრის ირგვლივი რბილი ქსოვილების ანთება ან დისტროფიული დაზიანება. ხშირად ვითარდება ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის ფონზე. დაავადების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქსოვილების მიკროტრავმატიზაცია კუნთების დაჭიმულობის შედეგად. განსაკუთრებით ხშირად ზიანდება მხრის სახსარი. ვლინდება ტკივილით სახსარში მოძრაობის დროს, მოძრაობის შეზღუდვით, მტკივნეული შეშუპებით. მკურნალობა კონსერვატულია.


Share this...Share on Facebook
Facebook