მორიაკის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მორიაკის სინდრომი – (P. Mauriac, ფრანგი ექიმი)შაქრიანი დიაბეტის მძიმე გართულება ბავშვებში, რომელსაც საფუძვლად უდევს ინსულინისა და ჰიპოფიზის ზოგიერთი ტროპული ჰორმონების უკმარისობა; ხასიათდება ზრდისა და სქესობრივი განვითარების შეჩერებით, ღვიძლის გადიდებით. კლინიკურ სურათში აღინიშნება სიმსუქნე, ცხიმის დამახასიათებელი გადანაწილებოთ, ოსტეოპოროზი, ზრდაში ჩამორჩენა, სქესობრივი განვითარების შეფერხება. მორიაკის სინდრომის ადრეული სიმპტომები ვლინდება ფიზიკური და სქესობრივი განვითარების შეჩერებით, ღვიძლის გადიდებით, ცხიმოვანი ჩალაგებებით ტანსა და ლოყებზე; შემდგომში გამოვლინებები უფრო მძიმეა: ღვიძლის საზღვრები თითქმის ჭიპამდეა, ღვიძლი პალპაციით მკვრივია; ზრდისა და სქესობრივი განვითარების შეჩერება სულ უფრო გამოხატული ხდება, თითქმის ინფანტილიზმამდე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა