ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
მრავალბირთვიანი უჯრედები – (cellulae polynucleares) უჯრედები, რომლებიც შეიცავენ რამდენიმე ბირთვს, არიან გაუყოფელ ციტოპლაზმაში. ვინაიდან არ არსებობს გარკვეული კრიტერიუმები მრავალბირთვიანი უჯრედების განსასხვავებლად მათი მსგავსი წარმონაქმნებისაგან, ე.წ.სიმპლასტებისაგან . მიღებულია, მრავალბირთვიან უჯრედებად მივიჩნიოთ ის სტრუქტურები, რომელთა ბირთვების რაოდენობა 10 – ს არ აღემატება, მაშინ, როდესაც სიმპლასტებში ისინი მნიშვნელოვნად მეტი შეიძლება იყოს. მრავალბირთვიანი სტრუქტურები წარმოიქმნება: 1. რამდენიმე ერთბირთვიანი უჯრედის შეერთების; 2. მომდევნო ციტოპლაზმოტომიის გარეშე ბირთვების ამიტოზური გაყოფისა და 3. მიტოზის ნორმალური მიმდინარეობის დარღვევის შედეგად ქრომოსომული აბერაციებისა და მრავალპოლუსიანობის წარმოქმნით, მაგრამ ციტოპლაზმოტომიის გარეშე. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა