მშობიარობის შემდგომი პარამეტრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მშობიარობის შემდგომი პარამეტრიტი – ინფექციის გავრცელების (სტაფილო – , სტრეპტოკოკები, ეშერიხიები და სხვ.) შედეგი ლიმფოგენურად მშობიარობის შემდგომი წყლულიდან ან ინფიცირებული საშვილოსნოდან. პარამეტრიუმის უჯრედისში ინფექციის გამომწვევის შეღწევას ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელის და საშოს ზედა მესამედის დაზიანება. ანთებითი სეკრეტი სწრაფად მკვრივდება, რაც დაზიანებულ ქსოვილებს აძლევს დამახასიათებელ კონსისტენციას. სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება იწყება მწვავედ, მშობიარობიდან მეორე კვირაზე, მიმდინარეობს ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით, შემცივნებით, მაღალი ტემპერატურით, შარდვის დარღვევებით. ენდომეტრიტს ხშირად თან ახლავს პარამეტრიტი. პერიტონეალური სიმპტომები გამოხტულია უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ აღინიშნება, რამდენადაც ანთებითი ინფილტრატი მდებარეობს ექსტრაპერიტონეალურად. დიაგნოზი ეფუძნება კლინიკურ სურათსა და საშოს გამოკვლევის მონაცემებს. საშვილოსნოს გვერდიდან პალპირდება მკვრივი ინფილტრატი (ერთი ან ორმხრივი), რომელიც აღწევს მენჯის კედლებს. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება სალპინგოოოფორიტთან, მენჯის პერიტონიტთან და მეტროთრომბოფლებიტთან. მკურნალობა. წოლითი რეჟიმი, ყინული მუცელზე (პირველ დღეებში), გამაყუჩებელი საშუალებები, ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები; კორტიკოსტეროიდები ინფილტრატის გაწოვის შენელებისას, ვენაში კალციუმის ქლორიდის 10% – იანი ხსნარი. ინფილტრატის დაჩირქების დროს – უკანა კოლპოტომია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა