მშობიარობის შემდგომი პერიოდი (პათოლოგიური)

მშობიარობის შემდგომი პერიოდი (პათოლოგიური) მშობიარობის შემდგომი გამონადენის (ლოქიები) შეჩერება. წარმოიქმნება საშვილოსნოს უკან გადახრის ან მისი არასაკმარისი შეკუმშვის დროს.

სიმპტომები. მიმდინარეობა

საშვილოსნოს შენელებული შეკუმშვა (სუბინვოლუცია), ლოქიების მოცულობის მკვეთრი შემცირება, ტემპერატურის მომატება, შემცივნება, მუცლის ქვევით სიმძიმის გრძნობა.

მკურნალობა

აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა. პროფილაქტიკა – მშობიარობის შემდგომი სამკურნალო ვარჯიში, შარდის ბუშტისა და ნაწლავის დროული დაცლა.

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი