მძიმე ჯაჭვების დაავადებები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მძიმე ჯაჭვების დაავადებები – ავთვისებიანი დაავადებები პარაპროტეინემიული ჰემობლასტოზთა ჯგუფიდან, რომლებიც ხასიათდებიან პლაზმური უჯრედების ზრდით, რომლებიც ახდენენ ე. წ. იმუნოგლობულინების მძიმე ჯაჭვის პროდუცირებას. გვხვდება საკმაოდ იშვიათად. გამოვლინებები: ლიმფური კვანძების გადიდება (პერიფერიული, მუცლის ღრუს), ზოგჯერ – ღვიძლის, ელენთის გადიდება, სისხლის სურათის შეცვლა და სხვ. დიაგნოსტიკა ემყარება სისხლის შრატში იმუნოგლობულინების მძიმე ჯაჭვების გამოვლინებას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა