მწვავე კონიუნქტივიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მწვავე კონიუნქტივიტი – (თვალის დაავ.) – ეტიოლოგია. გამომწვევი – კოხ – უიქსის ჩხირი. დაავადება კონტაგიოზურია, ხშირად ატარებს ეპიდემიურ ხასიათს. ვრცელდება პირადი მოხმარების საგნების გზით. სიმპტომები. დაავადება მწვავედ იწყება, ზიანდება თავდაპირველად ერთი, შემდეგ კი მეორე თვალიც. დილაობით აღინიშნება ქუთუთოების წებვადობა, მნიშვნელოვანი რაოდენობით გამონადენი. ქუთუთოები შეშუპებულია, აღინიშნება კონიუქტივის მკვეთრი ჰიპერემიულობა და მისი წინა ნაკეცების მნიშვნელოვანი სეშუპება, სისხლჩაქცევები კონიუნქტივის ქვეშ. ზოგჯერ დაავადება რთულდება ზედაპირული კერატიტით, ირიტით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა