მწვავე სურდო ადრეული ასაკის ბავშვებში

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მწვავე სურდო ადრეული ასაკის ბავშვებში – ყოველთვის მიმდინარებს როგორც მწვავე რინოფარინგიტი. არაიშვიათად პროცესი ვრცელდება ხორხის, სასულეს, ბრონქების ლორწოვან გარსებზე და შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვების ანთება. ბავშვებში რინოფარინგიტი წარმოადგენს ზოგად დაავადებას მკაფიო ადგილობრივი გამოვლინებით. ბავშვს ცხვირი გაჭედილი აქვს, ისე, რომ იგი ვერ სუთქავს, ვერ წოვს. ხშირად აღინიშნება ღებინება, ფაღარათი და მეტეორიზმი; ბავშვი მოუსვენრადაა, ხდება, ცუდად სძინავს, ტემპერატურა ხშირად მომატებულია. მკურნალობა. ადრენალინის ხსნარი განზავებით 1:10000 4 წვეთი თითოეულ ნესტოში, ჭამამდე და შემდგომ 1% – იანი პროტარგოლის ხსნარი 4 წვეთი დღეში 2 – ჯერ. მენთოლისა და კოკაინის შემცველ პრეპარატებს ბავშვებში 3 წლამდე არ ნიშნავენ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა