მხრის მოტეხილობა (ახალშობილებში)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მხრის მოტეხილობა (ახალშობილებში) – წარმოადგენს სამეანო ხერხის შედეგს ნაყოფის ფეხით ან მენჯით წინმდებარეობის დროს. გვხვდება დიაფიზური მოტეხილობები, მხრის ძვლის პროქსიმალური და დისტალური ბოლოების მეტაეპიფიზეოლიზები. დიაფიზური მოტეხილობის დროს აღინიშნება შეშუპება, დეფორმაცია, პათოლოგიური მოძრაობა და ნატეხების კრეპიტაცია, ძლიერი მტკივნეულობა და დამოუკიდებელი მოძრაობის შეუძლებლობა. ეპიფიზეოლიზის დროს დამახასიათებელია მხრის ან იდაყვის სახსრის შეშუპება, დეფორმაცია და მოძრაობის შეზღუდვა. სახსარში პასიური მოძრაობები იწვევენ ტკივილს. რენტგენოლოგიური გამოკვლევები ყოველთვის ვერ ავლენენ ეპიფიზეოლიზს. ზოგჯერ მხოლოდ 8 – 10 დღის შემდეგ ჩანს რენტგენოგრამაზე შესაბამისი ეპიფიზის მიდამოში რბილი, ძვლოვანი კოჟრი. მკურნალობა ითვალისწინებს კიდურის იმობილიზაციას 10 – 14 დღე. ეპიფიზეოლიზის დროს ტარდება კიდურის რეპოზიცია და ფიქსაცია; პროგნოზი კეთილსაიმედოა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა