მხრის სინდრომი

მხრის სინდრომი – (syndromum brachiale) ტკივილი მხრის სახსრის მიდამოში (ხშირად მარცხენა), რასაც ხშირად თან ახლავს მისი გარემომცველი კუნთების ატროფია და სასახსრე ზედაპირების დისტროფიული ცვლილებები; წარმოადგენს პოსტინფარქტული სინდრომის სახეს. 2. პოსტინფარქტული სინდრომის ფორმა, რომელიც ვლინდება ტკივილებით მარცხენა მხრის სახსარში, სახსრის ირგვლივი ქსოვილების ტროფიკული ცვლილებებით და მხრის სახსრის ძვლების ოსტეოპოროზით.