ნათურის მუსების ტიპისქრომოსომები

ნათურის მუსების ტიპისქრომოსომები – ძალიან გრძელი, წვრილი და ძლიერ დესპირალიზებული ქრომოსომები, რომლებიც მკვეთრად ჩანან ხერხემლიანების ოოციტებში მეიოზის დიპლონემის სტადიის დროს. ისინი შედგება მთავარი ქრომოსომების ღერძი­სა და მისგან ყოველ მხრივ მიმართული მრავალრიცხოვანი ორმაგი მარყუჟისაგან. არსებობს აზრი, რომ ასეთი ტიპის ქრომოსომები შედგება ერთიანი უწყვეტი ქრომონემური ძაფისაგან, რომელიც იგრაგნება ზოგიერთ ადგილას და გვერდით მარყუჟებს ქმნის. გვერდით მარყუჟებში ქრომონემა ფუნქციონირებს პოლიტენური ქრომო­სომების პუფების მსგავსად. ხდება აგრეთვე რნმ – ისა და ცილის ინტენსიური სინთეზი, რაც დაკავშირებულია ყვითრის წარმოქმნის პერიოდში ოოციტების ზრდის პროცესების აქტივაციასთან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.