ნაფხანი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაფხანი – (კანისა და ვენ. დაავ.) დაავადებას თან სდევს გამონაყრის გაჩენა და ქავილი. განასხვავებენ კვანძოვან და გებრის ნაფხანს. კვანძოვანი ნაფხანი ხშირად უვითარდებათ 25 – 50 წლის ასაკის ქალებს. ეტიოლოგია და პათოგენეზი უცნობია. სიმპტომები. უპირატესად ზედა და ქვედა კიდურების კანზე ჩნდება ნახევარსფეროსებური, ოსპის ზომიდან ბარდას მარცვლის ზომის, ზოგჯერ მიწის თხილის ოდენობის, მკვრივი კვანძები, რომლებიც მკვეთრად ამოწეულნი არიან ჯანმრთელი კანის ზედაპირიდან. რუხი – წითელი ფერის კვანძები დაფარულნი არიან ჰემორაგიული ქერქებით ან სეროზული ნაქერცლებით. დამახასიათებელია შემაწუხებელი ქავილი, რომელიც ვითარდება შეტევისებურად. დაავადება შესაძლებელია გაგრძელდეს წლობით. გებრის ნაფხანი. აღენიშნებათ მხოლოდ ბავშვებს. ეტიოლოგია და პათოგენეზი ბოლომდე ცნობილი არ არის. სიმპტომები. კიდურების გამშლელ ზედაპრებზე ჩნდება ქინძისთავის ზომის, ნორმალური კანის ფერის გაფანტული, მკვრივი კვანძები. გამონაყარს თან სდევს ძლიერი ქავილი. დაავადება წლობით მიმდინარეობს და სქესობრივი მომწიფების პერიოდში უკუგანვითარებას განიცდის. კვანძების ადგილზე, ნაფხანის შედეგად რჩება თეთრი ფერის, წვრილი ნაწიბურები. გებრის ნაფხანისთვის დამახასიათებელია ლიმფური კვანძების თავისებური ჰიპერპლაზია და ფეხისგულის რეფლექსების არარსებობა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა