ნაღვლის ბუშტის წყალმანკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაღვლის ბუშტის წყალმანკი – (ქირურგ.) ვითარდება ბუშტის სადინრის სრული დახშობის შედეგად (ჩვეულებრივ ქოლეცისტიტის შეტევის შემდეგ). ნაღვლის ბუშტში არსებული ნაღველი იცვლება წარმოქმნილი ანთებითი ექსუდატის ზეგავლენით და გარდაიქმნება ლორწოვან – წყლიან სითხედ. ნაღვლის ბუშტი იჭიმება, ხდება მისი კედლების განლევა (იმ დონეზე, რომ ხდებიან გამჭვირვალე). თუმცა აღნიშნული ნიშნები გვხვდება ნაღვლის ბუშტის პირველადი წყალმანკის დროს. იმ შემთხვევებში, როდესაც ბუშტის სადინრის დახშობა ხდება ქოლეცისტიტის რამდენიმე შეტევის შემდეგ, ნაღვლის ბუშტის კედლების ცვლილებები მკვეთრადაა გამოხატული. სიმპტომები, მიმდინარეობა. მსუბუქ შემთხვევებში, ნაღვლის ბუშტის პირველადი წყალმანკის დროს, ავადმყოფებს ჩივილები არ გააჩნიათ. უფრო მძიმე შემთხვევებში, ჩვეულებრივ ნაღვლის ბუშტის მეორადი წყალმანკის დროს, ავადმყოფები უჩივიან ყრუ ტკივილებს, გამნეორებად, პერიოდულ შეტევით ტკივილებს მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, რომლებიც, თავიანთი ხასიათით, ძალიან ჰგვანან ღვიძლის კოლიკის შეტევებს. მუცლის პალპაციით, ნაღვლის ბუშტის საპროექციო მიდამოში, ვლინდება მსხლისებრი წარმონაქმნი სწორი, თანაბარი ზედაპირით, რბილი კონსისტენციის და ზეწოლით მცირედ მგრძნობიარე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა