ნაყოფის შემობრუნება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნაყოფის შემობრუნება – (ქირურგ.) სამეანო ოპერაცია, როდესაც რაიმე მიზეზით ნაყოფის არსებულ მდებარეობას ცვლიან სხვა, და ამავდროულად, ყოველთვის სიგრძივ მდებარეობად. შემობრუნება საშვილოსნოს პირის სრული გაღების შემთხვევაში (კლასიკური შემობრუნება). ოპერაციის ჩვენებებს მიეკუთვნება ნაყოფის ირიბი ან განივი მდებარეობები, თავის არასწორი ჩადგმა (შუბლით წინმდებარეობა, ისრისებური ნაკერის მაღალი სწორი დგომა, სახით წინმდებარეობის უკანა სახე), ჭიპლარის გამოვარდნა თავით წინმდებარეობის დროს (ჭიპლარის თავის უკან უშედეგოდ ჩაბრუნების შემთხვევაში), ხელის გამოვარდნა თავით წინმდებარეობის დროს. სამეანო შემობრუნება წინააღმდეგნაჩვენებია შორსწასული განივი მდებარეობის დროს, საშვილოსნოს რუპტურის საფრთხის დროს, საშვილოსნოს რუპტურის, მკვდარი ნაყოფის შემთხვევებში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა