ნაწლავის ჩხირი

ნაწლავის ჩხირი – (ლათ. Escherichia coli) – გრამდადებითი ჩხირისებრი ბაქტერიის სახეობაა. ფართოდ არის გავრცელებული თბილსისხლიანი ხერხემლიანების, ნაწლავის ქვედა ნაწილში. E.coli-ის შტამების უმრავლესობა უსაფრთხოა. თუმცა, სეროტიპ O157:H7-ს    ადამიანებსა და ცხოველებში შეუძლია გამოიწვიოს მძიმე კვებითი მოწამვლა.

უსაფრთხო შტამები, ხშირად არის ადამიანის და ცხოველის ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის ნაწილი. ნაწლავის ჩხირს, მასპინძელი ორგანიზმისათვის სარგებლობა მოაქვს, მაგალითად ის ასინთეზებს ვიტამინ K-ს, ხელს უშლის ნაწლავში, პათოგენური მიკროორგანიზმების განვითარებას.

E.coli ყოველთვის არ ბინადრობს მხოლოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მას შეუძლია გარკვეული დროით იმყოფებოდეს გარემოში, ამიტომ ის არის გარემოში ფეკალიებით დაბინძურების მაჩვენებელი. E.coli ადვილად მრავლდება ლაბორატორიულ პირობებში, ამიტომ გენეტიკურ კვლევებში   მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

E.coli პროკარიოტებს შორის, წარმოადგენს მეცნიერულად ყველაზე კარგად შესწავლილ ბაქტერიას და მნიშვნელოვანი ობიექტია ბიოტექნოლოგიასა და მიკრობიოლოგიაში.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.
.