ნეირობლასტომები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნეირობლასტომები – ვითარდება სიმპათიკურ ნერვებში და განგლიებში, ასევე თირკმელზედა ჯირკვლის მედულარულ შრეში. განსაკუთრებით ხშირად ვითარდება თირკმელზედა ჯირკვლის და მიმდებარე ქსოვილების ზონაში, შემდეგ კისრის განგლიებიდან, უკანა შუასაყარიდან, პერიტონეუმგარე სივრციდან და მუცლის ღრუდან. ამ ფორმის წილად მოდის დაახლოებით 10% ბავშვთა ასაკის ყველა ავთვისებიანი სიმსივნეებისა. ერთ წლამდე ასაკში დიაგნოსტირდება სიმსივნეების 60%, სიცოცხლის პირველსა და მეორე წლებს შორის პერიოდში 26%, ხოლო 2 წლის ასაკის ზევით 14%. ნეირობლასტომები მეტად ავთვისებიანი სიმსივნეებია; მეტასტაზირდებიან ჩონჩხში ან ღვიძლში. მეტასტაზები ფილტვებში საკმაოდ იშვიათია. შესაძლებელია სპონტანური დიფერენცირება ამ სიმსივნისა კეთლთვისებიან ნევროგანგლიომაში. სიმსივნური ზრდის მარკერები კატექოლამინებია. მკურნალობა კომბინირებულია: ოპერაცია სხივურ და ქიმიოთერაპიასთან ერთად (ციკლოფოსფანი, ვინკრისტინი, ადრიაბლასტინი, ცისპლატინი). საშუალოდ სიცოცხლის 3 წლიანი გახანგრძლივება დაახლოებით 30% – ია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა