ნეიროგლია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნეიროგლია – (ნეირო… და glia  –  წებო), გლია, ერთობლიობა უჯრედებისა, რომლებიც ნეირონებთან ერთად შეადგენენ ნერვულ ქსოვილს. ნეიროგლიის უჯრედებით (ნეიროგლიოციტებით ანუ გლიოციტებით) ტვინში ამოვსებულია შუალედები ნეირონებსა და სისხლის კაპილარებს შორის. მათი რაოდენობა ტვინის უჯრედების საერთო რაოდენობის დაახლ. 40% – ს შეადგენს (ე. ი. დაახლ. 140 მლრდ.). ნეიროგლიის უჯრედები მიტოზით იყოფ და მათი რაოდენობა ასაკთან ერთად მატულობს. ნეიროგლია იყოფა ასტროგლიად, რომლის შემადგენელი უჯრედები  –  ასტროციტები  –  ერთმანეთს უკავშირებენ ნეირონებსა და სისხლის კაპილარების კედელს, ოლიგოდენდროგლიად, რომელსაც შეადგენენ ოლიგოდენდროციტები (მ. შ. ნეირონებთან მჭიდროდ დაკავშირებული ე. წ. სატელიტები, ნერვული ბოჭკოს გარსების შემქმნელი ლემოციტები ანუ შვანის უჯრედები) და ეპენდიმოგლიად, რ – ის უჯრედები  –  ეპენდიმოციტები ქმნიან ტვინის ღრუს ამომფენ შრეს  –  ეპენდიმას. ნეიროგლიის ეს სამი სახე ერთიანდება მაკროგლიის ანუ ექტოგლიის სახელწოდებით. ტვინში ბევრია აგრეთვე მიკროგლიის უჯრედები (მიკროგლიოციტები), რ – ებიც მკვეთრად განსხვავდებიან ნეიროგლიის დანარჩენი უჯრედებიაგან. ნეიროგლია ასრულებს საყრდენ, დაცვით და ტროფიკულ ფუნქციას და არის ე. წ. ჰემატო – ენცეფალური ბარიერის შემადგენელი ნაწილი. ბოლო დროს ნეიროგლიას (ოლიგოდენდროგლიას) მიაწერენ ნერვულ მოქმედებაში (კერძოდ ტვინის სპონტანურ ელექტრულ აქტივობაში) მონაწილეობასაც. ლ. ნათაძე. [“1”] (ნეუროგლია ბერძნ.გლია – წებო) – ნერვული ქსოვილის უჯრედული ელემენტები, ორგანულად დაკავშირებული ნერვულ უჯრედებთან, ახორციელებს საყრდენ – ტროფიკულ, სეკრეციულ და დამცველობით ფუნქციებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)3.  თავისა და ზურგის ტვინის უჯრედები, რომლებიც ავსებენ ნეირონებსა და ტვინის კაპილარებს შორის სივრცეებს. იცავენ ნეიორნებს, უზრუნველყოფენ ნერვული ქსოვილის რეაქტიულ თვისებებს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა