ნეიროეპითელიუმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნეიროეპითელიუმი – (neuroepithelium [PNA]; ბერძ. Neuron ნერვი + ep – ზე, ზევით, ზემოთ + thele დვრილი) ექტოდერმიდან წარმოქმნილი ქსოვილოვანი სტრუქტურების ჯგუფი, რომლებიც აგებულებითა და ფუნქციით ახლოსაა ეპითელიუმის მფარავ სახესთან. ხლოპინმა ეს სტრუქტურები გააერთიანა განსაკუთრებულ გლიოეპენდიმურ ქსოვილოვან ტიპში. ნეიროეპითელიუმის სახესხვაობას წარმოადგენს მაგ. პერინევრიუმი, ეპენდიმა, ტვინის გარსების ნეიროეპითელიუმი, თვალის კაკლის სისხლძარღვოვანი გარსის ეპითელიუმი. მის განსაკუთრებულ სახეს წარმოადგენს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ყნოსვის მიდამო.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა