ნეიროსარკოიდოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნეიროსარკოიდოზი – სარკოიდოზის დროს ნერვული სისტემის დაზიანებების საერთო სახელწოდება. ძირითადი ფორმებია: ქალას ნერვების დაზიანება, სეროზული მენინგიტი, მიელიტი, პოლინევროპათია, მიოპათია. ხშირად ჩართულია ჰიპოთალამურ – ჰიპოფიზარული ზონა, რაც ვლინდება ჰიპერპროლაქტინემიით, მენსტრუალური ციკლის დარღვევით, გალაქტორეით, იმპოტენციით, უშაქრო დიაბეტით, ძილისა და თერმორეგულაციის დარღვევებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა