ნეიროჰუმორული სქესობრივი დარღვევები

ნეიროჰუმორული სქესობრივი დარღვევები – განპირობებულია დიენცეფალური განყოფილების (სუბთალამური ნეიროჰუმორალური ცენტრი) ან შინაგანი სეკრეციის ცალკეული ჯირკვლების (ჰიპოფიზი, გონადები, თირკმელზედა ჯირკვლები და სხვ.) დაზიანებით; თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ატარებენ პლუროგლანდულარულ ხასიათს. ეტიოლოგია. მემკვიდრულ – გენეტიკური ანომალიები, სიმსივნეები, ანთებითი პროცესები, სისხლმიმოქცევის დარღვევები. პათოგენეზი. სქესობრივი ფუნქციის ნეიროჰუმორალური რეგულაციის დარღვევები, რომლებიც ასრულებენ სექსუალობის ,,მოტორის” როლს, იწვევენ სქესობრივი ლტოლვის დაქვეითებას, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრავს სხვა სქესობრივი გამოვლინებების გამოხატულებას. ეს აისახება სექსუალური ქცევის ყველა კომპონენტის დიფუზური დარღვევებით. სიმპტომები, მიმდინარეობა მრავალფეროვანია და დამოკიდებულია უმთავრესად დაზიანების კერის ლოკალიზაციაზე და პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციაზე. დიაგნოსტიკა ეფუძნება სექსუალური დარღვევების შერწყმაზე შუამდებარე ტვინის და ენდოკრინული ჯირკვლების გარკვეული ნაწილების დაზიანების სპეციფიკურ სიმპტომებთან, რომელიც დგინდება დათვალიერენით, ატროპომეტრული და ლაბორატორიული მონაცემებით (სპერმოგრამა, ანდროგენების, ესტროგენების და გონადოტროპული ჰორმონების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, ფრუქტოზის დონე ეაკულატში, საშოს ნაცხი, სასქესო ქრომატინი, კარიოტიპი პერფერიული სისხლის ლეიკოციტებში და სხვ.)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.