ნეკროზული ენცეფალიტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნეკროზული ენცეფალიტები – თავის ტვინის მძიმე ინფექციური დაზიანებების ჯგუფი, რომლებსაც იწვევს მარტივი ჰერპესის ვირუსი, იშვიათად ციტომეგავირუსი. რიგ შემთხვევებში ეტიოლოგიის დადგენა ვერ ხერხდება. ჰერპესული ენცეფალიტი წარმოადგენს ჰერპესული ინფექციის იშვიათ ვარიანტს; გამომწვევია მარტივი ჰერპესის ვირუსი ან ჩუტყვავილას ვირუსი. დაავადების დასაწყისში აღინიშნება პროდრომული მოვლენები. ავადმყოფთა ნაწილში ვლინდება ჰერპესული გამონაყარი კანსა და ლორწოვან გარსებზე. მატულობს სხეულის ტემპერატურა, ვითარდება ცნობიერების დარღვევები, კრუნჩხვები, გაფანტული კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომები, მენინგეალური სინდრომი, ქალაშიდა ჰიპერტენზია; მძიმე შემთხვევებში – დეკორტიკაცია, დეცერებრაციული რიგიდობა და კომა. ხშირად ცხელების პერიოდი გრძელდება 5 – 20 დღე, რის შემდეგაც დგება მდგომარეობის გაუმჯობესება. შესაძლოა მოხდეს მენინგოენცეფალიტის სწრაფი რეგრესიის შემთხვევები. ზოგჯერ კი დაავადება ღებულობს გახანგრძლივებულ ხასიათს; დროული და სათანადო მკურნალობით შესაძლოა თავიდან ავიცილოთ ლეტალობა, თუმცა ის ჯერ კიდევ მაღალია. ბავშვებში, რომლებმაც გადაიტანეს ჰერპესული ენცეფალიტი, მყარად რჩება ინტელექტუალური მოშლილობები, ეპილეპტოგენური რეაქციები, ჰიდროცეფალია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა