ნომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნომა – noma (ქირურგ.) ლოყის კანის ლორწოვანი გარსის კვდომა, რომელიც გამოწვეულია ჩირქოვანი ინფექციით. უხშირესად ვითარდება მკვთრად განლეულ, მისუსტებულ და ცუდი კვების პირობებში მყოფ ბავშვებში. სიმპტომები, მიმდინარეობა: – კანზე და ლორწოვან გარსზე ჩნდება მუქი – სისხლიანი შიგთავსის მქონე რამდენიმე ბუშტუკი. სწრაფად ვითარდება შეშუპება, შემდგომ ლოყის მნიშვნელოვან ფართობზე ვლინდება ქსოვილების ნეკროზი. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა მკვეთრად უარესდება, სწრაფად ჩნდება მძიმე ზოგადი ინტოქსიკაციის და სეფსისის მოვლენები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა